„სარკე“
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა და რადგან ამ დროს ადამიანების დიდ ნაწილს ხშირად უჩნდება კითხვები _ რომელ რიცხვებში უნდა მორთონ ნაძვის ხე, რომელ მხარეს უნდა დადგან ის ან საახალწლო სუფრაზე რა უნდა იდოს და ა.შ., „სარკემ“ პასუხების მისაღებად აღმოსავლური მეტაფიზიკისა და ფენ შუის პრაქტიკოს სპეციალისტს, ეკა კვარაცხელიას, მიმართა.
ეკა კვარაცხელია: აღმოსავლური შეხედულების თანახმად, რაც უფრო კაშკაშად შეხვდებით ცხენის წელს, მით უფრო მეტ წარმატებასა და იღბალს მოგიტანთ. ცეცხლოვანი ცხენის წელს სახლი უნდა მოირთოს მბრწყინავ ფერებში, წითელში, ოქროსფერსა და მწვანეში…
საძინებლის სარკეში არ უნდა ირეკლებოდეს საწოლი, სადაც წყვილს სძინავს. თუ სარკეში ჩანს მთლიანი საწოლი, ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილს შორის არის ვიღაც მესამე, რომელიც ამ ორ ადამიანს შორის პრობლემებს ქმნის…
თუ რომელ მხარეს უნდა დააყენოთ განათებები, რომელ რიცხვებში მორთოთ ნაძვის ხე და რომელ რიცხვებში – არა, ამაზე დაწვრილებით იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
