„სარკე“
შოუმენი აჭარიდან, ამიკო ჩოხარაძე, „სარკეს“ ბავშვობიდან დღემდე გამოვლილ გზაზე უამბობს, როცა აჭარელი ბიჭი სცენაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. უნანია თუ არა ოდესმე თავისი გადაწყვეტილებები, ამ და სხვა კითხვებზე შოუმენი, რომელიც „ნიკოს ბენდის“ წევრიცაა, „სარკის“ ახალ ნომერში პასუხობს:
_ არ ვიცი, გემზე როგორი კაპიტანი ვიქნებოდი, მაგრამ ხმელეთზე უკეთესი კაპიტანი ვარ… მაქსიმალურად ჩაფლული ვარ ჩემს საქმიანობაში, რადგან ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო. ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო, რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ. დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ასეთი კარგი შვილები მყავს…
ჩემი შვილები საქართველოში არ არიან, ევროპაში არიან, ამიტომ ვერ ვახერხებ თბილი და სასიხარულო მომენტების შეგრძნებას, თორემ ყოველდღე ვისეირნებდი მათთან ერთად…
საბა სულ მალე 14 წლის გახდება, ემილი კი _ 13 წლის. ვცდილობ, ქართული ტრადიციები არ დაკარგონ და ეს ჯერჯერობით გამომდის. პირადად მე მორწმუნე და ტრადიციების მოყვარული ადამიანი ვარ…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“
