„ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე, ირინა ბაირამაშვილს, მტრები მეყოლებოდა!“
„ზაფხულში ამის გამო პირველად დამემართა დეპრესია“

„ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე, ირინა ბაირამაშვილს,  მტრები მეყოლებოდა!“„სარკე“

მომღერალი ირინა ბაირამაშვილი სამი შვილის დედაა და ეს სტატუსი დღეს მისი ცხოვრების ხაზს მთლიანად განსაზღვრავს. თუ როგორია ირინას ცხოვრების რეალობა, ამაზე მომღერალი „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს:

_ სულ ვამბობ, მე რომ ინფლუენსერი ვიყო და ჩემი ყოველდღიურობა აღვწერო, ალბათ მილიონობით ნახვა მექნება… სამსახურში რომ მივდივარ, უკვე დაღლილი ვარ. სულ მეშინია, ტანსაცმელზე პამპერსი არ მქონდეს ჩამოკიდებული…

კარიერაში უფრო მეტი გულისტკენა და ტკივილი მიმიღია, ვიდრე ჩემი შვილების რეჟიმთან გამკლავებით. ამ ზაფხულს გული სერიოზულად მეტკინა და სერიოზული დეპრესია დამემართა. ყველაფერი გამოვიძიე, ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ ვაპირებ იმ ადამიანთან ამის გარკვევას. ამ ფაქტის გამო ცხოვრებაში პირველად მქონდა სტრესი.

ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე, ირინა ბაირამაშვილს,  მტრები მეყოლებოდა…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში