„სარკე“
5 წლის წინ, როცა პანდემიამ მთელი ქვეყანა ჩაკეტა და ადამიანების ცხოვრება შეანელა, იაკო ჭალაგანიძემ პირიქით გააქტიურება და საკუთარი თავის გარდაქმნა გადაწყვიტა… ერთ დღესაც მან საზოგადოებას ასე მიმართა: „დადგა ის დღე, როცა გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილო“ და ათიათასობით ადამიანს თავისი ამბავი მოუყვა. 34 წლის იაკო ჭალაგანიძემ თავისი გამოცდილება „სარკესაც“ გაუზიარა:
_ ერთხელ მივედი საავადმყოფოში, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. რომ ამწონეს და 140 კილო ვიყავი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად მქონდა. ოპერაცია არ გავიკეთე. მოვიფიქრებ-მეთქი, ექიმს ვუთხარი და წამოვედი. ამ პერიოდში პანდემიაც დაიწყო და სწორედ მაშინ დავისახე მიზანი, 20 კილო დამეკლო, მაგრამ 80 კილო დავიკელი…
როგორიც ვიყავი, ისეთი ვუყვარდი. ნინა რომ შეგვეძინა, წონა ძალიან გამექცა. მიხეილი მეუბნებოდა, მე მგონი, ცოტა მოიმატეო. ოღონდ ეს „მე მგონი“ დაახლოებით 40 კილო იყო…
კოსტიუმი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, ოდესმე რომელიმე კომპანია თუ დამირეკავდა და ფოტოსესიაში გადაღებას შემომთავაზებდა. დღეს ისეთი რაღაცები ხდება ჩემს ცხოვრებაში, რაც ვერ წარმომედგინა.
ინტერვიუ სრულად ნახეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
