„სარკე“
მსახიობმა მიშა გომიაშვილმა თეატრსა და კინოში თავისი ისტორია დაწერა. მას არ ჰქონდა არც ერთი ე.წ. ჩავარდნილი როლი. მისი თამაში მაღალი პროფესიონალიზმით იყო აღბეჭდილი. სამწუხაროდ, 3 წლის წინ, 21 სექტემბერს, მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობი 61 წლის იყო…
მას ორი შვილი დარჩა _ ნატალია და არჩილ გომიაშვილები, რომლებმაც მამაზე მოგონებები „სარკეს“ გაუზიარეს.
ნატალია: ჩემი მშობლები გაშორდნენ, მაგრამ ურთიერთობა შეინარჩუნეს, მეგობრობდნენ. თუ ერთს რამე პრობლემა შეექმნებოდა, მეორე მასზე წუხდა; თუ რომელიმეს ცხოვრებაში კარგი აბავი მოხდებოდა, მეორეს უხაროდა…
არჩილი: მიშამ მითხრა, შენ მსახიობობა კი არ უნდა გინდოდეს, არამედ არ უნდა შეგეძლოს, მსახიობი რომ არ იყოო. მივხვდი, მართალი იყო. შეიძლება ნიჭი მქონდა, მაგრამ დიდი სურვილი _ არა, რაც მიშამ ჩემში დაინახა…
მისგან ხშირად მიგრძვნია მხარდაჭერაც და თანადგომაც. რომ წამოვიზარდე, მერე უფრო გავუგეთ ერთმანეთს… მიშას გარდაცვალების შემდეგ შოკში ჩავვარდი, დიდი ხანი გონს ვერ მოვდიოდი…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
