ნუცა ჯანელიძე: „მიყვარდა ადამიანი და მან არ იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ“
მუსიკოსის 68-ე დაბადების დღე და მთავარი ცხოვრებისეული გაკვეთილები _  „დედამ მითხრა, რომ ქორწინების გარეშე შვილის გაჩენის უფლებას არ მომცემდა“ 

ნუცა ჯანელიძე: „მიყვარდა ადამიანი და მან არ იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ“„სარკე“

„ნუცას სკოლა“, ანსამბლი „ფორტე“, კონცერტები, უამრავი მოსწავლე, დაუღალავი შრომა _  ეს არის მუსიკოს ნუცა ჯანელიძის საჯარო როლი, რომლის მიღმაც ბევრი ღრმა ხაზია _ დედის სიყვარული, ქალის, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა, ძმა და მისი შვილები, რომელთათვისაც ერთგული და მზრუნველი მამიდაა. ქალბატონი ნუცა 10 ნოემბერს 68 წლის გახდა. ის თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებზე „სარკის“ ახალ ნომერში გულახდილად საუბრობს:

_ ღმერთმა ხელი გამომიწოდა და ის სპეციალობა ავირჩიე, რომელიც მართლაც ჩემია. ათჯერ რომ მოვიდე დედამიწაზე, ათჯერვე ამ პროფესიას ავირჩევ…

ანგელოზი არავინ ვართ, მაგრამ სხვის უბედურებაზე ჩემს ბედნიერებას ვერ ავაწყობ და არც ავაწყობ, არც ოჯახურს და არც კარიერულს… სულ იმის მეშინოდა, მას არ გაეგო, რომ მომწონდა. ჩემთვის ვიყავი ბედნიერი. მიყვარდა ადამიანი და მან არ იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ…

მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დედას ერთ ჩემს ნაცნობზე მოვუყევი, რომელმაც ბავშვი ქორწინების გარეშე გააჩინა. დედაჩემი ამაზე გაგიჟდა. მითხრა, რომ ამის უფლებას არ მომცემდა. უმამოდ რომ ვიზრდებოდი, დედა მკაცრად მზრდიდა…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში