ნოდიკო ტატიშვილი: „ცოტა შეწუხებულიც ვარ კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”

ნოდიკო ტატიშვილი: „ცოტა შეწუხებულიც ვარ კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა თავის გულშემატკივრებს დიდი სიურპრიზი მოუწყო და ამცნო, რომ გოგოს მამა გახდა. „დაიბადა მამას გოგო – კესანე ტატიშვილი“, – დაწერა და კესანეს ხელის და თავისი რჩეულის ფოტოები გამოაქვეყნა.

-მარტო არასოდეს ვარ, თუმცა ცოლის თემას რაც შეეხება, ასეა. საზოგადოებაში არსებებოს გარკვეული სტერეოტიპი, რომ, როცა ადამიანი კონკრეტულ ასაკს მიუახლოვდები, თითქოს სავალდებულოა ქორწინება.

სიმართლე გითხრათ, ცოტა შეწუხებულიც კი ვარ კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”. მესმის, ჩემი ბედნიერება უნდათ, მაგრამ ბედნიერება არა მხოლოდ ოჯახის შექმნაზეა დამოკიდებული.

რამდენჯერმე მყვარებია და ვიცი, რა არის სიყვარული, თუმცა იმისთვის, რომ მზად იყო, ადამიანთან მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარო, კიდევ უფრო მეტია საჭირო. ის სხვა უნდა იყოს… ისეთი, როგორიც ამ დრომდე ალბათ არ შემხვედრია. არ ვფიქრობ, რომ ადამიანმა სიყვარული უნდა ეძებოს. ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც თავისით მოდის, – უყვებოდა ნოდიკო „სარკეს“ თავის პირადზე.

ჯერჯერობით მომღერალი თავის რჩეულზე არაფერს წერს.

როგორც ჩანს, ნოდიკოს ამბავი ბევრი მისი მეგობრისთვისაც მოულოდნელი იყო. სოციალურ ქსელში მომღერალი გულწრფელ მილოცვებს იღებს.