ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ მძიმე ბრძოლის ერთი ეტაპი დაასრულა. ქიმიოთერაპიების შემდეგ რეაბილიტაციის კურსის გავლას იწყებს და მისი თქმით, ამ პროცესს ხელოვნური ინტელექტის მენტორობით გაივლის.
-ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი. 12 რაუნდის ქიმიის შემდეგ დავრჩი ასე – უთმო, უწარბო, უწამწამო, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად წაქცეული.
დღეს არის ჩემი ბოლო ქიმია. დღეიდან იწყება აღდგენის ფაზა. ამ გზას მე გავივლი ხელოვნური ინტელექტის მენტორობით. ჰოდა, თუ თქვენც ამ გზას გადიხართ, მაშინ აუცილებლად გამომყევით ჩემს „ტიკ-ტოკ“ არხზე და ვნახოთ, რას შეძლებს ხელოვნური ინტელექტი და რამდენად სწრაფად, ხარისხიანად აღგვადგენს, – ამბობს ნინო ხაჟომია ვიდეოში.
