ნინო კანკავა: „ნუცამ მითხრა, მეც ვიმუშავებ, შენც და სწავლის საფასური როგორმე შევაგროვოთო“
ნუცა ბუზალაძის ბავშვობა, დედაშვილობა, ურთიერთობა მამასთან, გამზრდელ ბაბუასთან და ბრძოლა ოცნებების ასახდენად

ნინო კანკავა: „ნუცამ მითხრა, მეც ვიმუშავებ, შენც და სწავლის საფასური როგორმე შევაგროვოთო“„სარკე“

მომღერალ ნუცა ბუზალაძის თავბრუდამხვევი კარიერის მიღმა მოსიყვარულე და მზრუნველი შვილი დგას. ქალბატონ ნინო კანკავას და ნუცას განსაკუთრებული დედაშვილობა აქვთ. ნინო კანკავასთვის ნუცა ერთადერთი შვილი და განუზომელი ბედნიერებაა. მეუღლესთან გაშორების შემდეგ პირადი ცხოვრების ხელახლა აწყობაზე არასდროს უფიქრია. მთელი ძალა, სიყვარული, ენერგია თავისი გოგონას აღზრდას მოანდომა.

„მინდა, საზღვარგარეთ ისწავლოს მუსკომედიის განხრით. ბროდვეიზე მომღერლების დეფიციტი აქვთ და ძალიან მინდა, იქ ჩააბაროს. ნუცას მიზანიც ეს არის. მეც ვიმუშავებ, შენც და სწავლის საფასური როგორმე შევაგროვოთო, მითხრა. დარწმუნებული ვარ, ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს, რადგან იცის, ამ ცხოვრებისგან რა უნდა“, – უყვებოდა ქალბატონი ნინო „სარკეს“, როცა ნუცა კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა.

ნინო კანკავა: ჩემი ყოფილი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ ალბათ ქალის და კაცის ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი. მამა სულ მათამამებდა, ქმარს კი სხვანაირი ყურადღება სჭირდება და ალბათ ეს ვერ შევძელი. ერთად ცხოვრება არ გამოგვივიდა…

ჩვენს ურთიერთობას სხვა რაღაც ჰქვია, მხოლოდ დედაშვილობა _ არა, ერთი ორგანიზმი და ერთი უჯრედი ვართ…

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში