მომღერალ ნინო ჩხეიძის ერთადერთი ქალიშვილი, მარიკო კორახაშვილი, ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. ცოტა ხნის წინ კანადაში მცხოვრებმა ჯერემი ელენორმა მას ხელი სთხოვა. ნინო ჩხეიძისთვის შვილის ეს ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა.
ნინო ჩხეიძე: მოულოდნელი მაინც იყო, მიუხედავად იმისა, რომ 4 წელია, იცნობენ ერთმანეთს და აქვთ მიმოწერა. ჯერემი ელენორი ცხოვრობს კანადაში. ერთმანეთი აქ, თბილისში გაიცნეს, როდესაც ის გაცვლითი პროგრამით იყო ჩამოსული ვებსტერის უნვერსიტეტში, სადაც მარიკო სწავლობს… როცა უკან დაბრუნდა კანადაში, მარიკოსთან 4 წლის განმავლობაში ჰქონია მიმოწერა…
მარიკოს ხელი ჩემთვის არ უთხოვია. მარიკოც და ისიც ბობ დილანის ფანები არიან. მარიკოს სიურპრიზი გაუკეთა და ბობ დილანის კონცერტზე დაპატიჟა. ის ხელის თხოვნის ვიდეოც, რომელიც გავრცელდა, ამ კონცერტზეა გადაღებული. მეც არ ვიცოდი და ჩემთვისაც მოულდონელი იყო. როცა ფოტოები დაიდო და ყველა წერდა, ვერ ვაკეთებდი კომენტარს, ცოტა დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა.

როცა ჩამოვიდნენ, ჩვენთანც იყვნენ სტუმრად. ძალიან გახარებულები ვართ, – ამბობს ნინო ჩხეიძე „ფორტუნასთან“.
