„მაოცებს საკუთარი თავი, როგორ შემიძლია ხვალინდელი დღიდან ყველაფრის თავიდან დაწყება“
როგორ იქმნება დალი ჩიტალაძის გემოვნებიანი ჩაცმულობა და რას გვირჩევს მოდის ექსპერტი საახალწლო სამოსისთვის

„მაოცებს საკუთარი თავი, როგორ შემიძლია ხვალინდელი დღიდან ყველაფრის თავიდან დაწყება“„სარკე“

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე ბევრ რამეში არღვევს სტანდარტებსა და დოგმებს. ის 62 წლისაა და ყოველდღე ორიენტირებულია განვითარებაზე, მუდმივად სიახლის ძიებაშია და ყოველდღე საკუთარ თავს ახალ მიზნებსა და ამოცანებს უსახავს. როგორ იქმნება მისი გემოვნებიანი ჩაცმულობა და რას გვირჩევს მოდის ექსპერტი საახალწლო სამოსისთვის, ამის შესახებ „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს:

_ როცა ლამაზად ვიცვამ, ეს, პირველ რიგში, მე მსიამოვნებს, შემდეგ _ ჩემს მეგობრებს და გარემოცვას. ზოგს ეს არ ესმის და იმათ კომენტარებსაც აღარ ვკითხულობ ხოლმე, ვინც მოდის სიყვარულს ძონძების სიყვარულთან აიგივებს…

მაოცებს საკუთარი თავი, როგორ შემიძლია ხვალინდელი დღიდან ყველაფრის თავიდან დაწყება…

ამ სეზონზე ძალიან ტრენდულია ყავისფერი, თუმცა ახალი წლისთვის წინ წამოიწევს წითელი, ფორთოხლისფერი…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“