მაგდა ჯოხაძე: „ძალიან მოკლე კაბებით ვეღარ დავდივარ“
რა ცოდნა გადაეცა ბებიისგან მუსიკოსს - „ჩემი დამზადებული საცხები მინარჩუნებს ახალგაზრდობას“

მაგდა ჯოხაძე: „ძალიან მოკლე კაბებით ვეღარ დავდივარ“„სარკე“

მუსიკოსმა მაგდა ჯოხაძემ 7 თვის წინ საკუთარ თავში სხვა გრძნობები აღმოაჩინა. ახალგაზრდა ასაკში ბებია გახდა და ახლა ყველაფერს შვილიშვილის თვალებით უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახი ბევრ საქმეს ნიშნავს, მაგდა ყოველთვის მოწესრიგებულია. ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში ხშირად არ დადის, ეს კი ბებიის დამსახურებაა, მან ასწავლა კანის მოვლის საიდუმლოებები. ამის შესახებ მაგდა „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს:

_ უკვე რამდენიმე წელია, საცხებს თავად ვამზადებ. ბებიამ მასწავლა სახის სკრაბებისა და კრემების დამზადება. სახლში ვამზადებ და ჩემი დამზადებული კრემები კარგადაც იყიდება. ჩემი მომზადებული საცხები მინარჩუნებს ახალგაზრდობას…

კლასიკურად ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა. ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ყოველთვის გამოპრანჭული ვერ ვიქნები. ყოველდღიურად თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. სპორტული სტილი _ არა, მაგრამ ჯინსები მიყვარს…

გემოვნება და ხასიათი დიდად არ შემცვლია. ერთადერთი ის არის, რომ დღემდე მიყვარს მინი კაბები, თუმცა ასაკიდან გამომდინარე, ძალიან მოკლე კაბებით ვეღარ დავდივარ…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში