ლომერ ახვლედიანი: „ნატვრის ხე“ რომ ვნახე, ვფიქრობდი, ნუთუ ეს ყველაფერი მე გავაკეთე-მეთქი“
ოპერატორი, რომელმაც ძველი თბილისის უნიკალური კადრები შემოგვინახა

ლომერ ახვლედიანი: „ნატვრის ხე“ რომ ვნახე, ვფიქრობდი, ნუთუ ეს ყველაფერი მე გავაკეთე-მეთქი“„სარკე“

ყველაფერი დაიწყო ფილმით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. ახალგაზრდა ლომერ ახვლედიანმა ამ ფილმზე ოპერატორის ასისტენტად იმუშავა.  მისი გადაღებულია ისეთი შედევრები, როგორებიცაა „ქვევრი”, „სამკაული სატრფოსათვის”, „ნატვრის ხე”. ამას მოჰყვა „მზე შემოდგომისა”, „სამანიშვილის დედინაცვალი”, „დონ კიხოტი”… საყვარელ საქმეში 53 წელი გალია… ლომერ ახვლედიანი 3 წლის წინ გარდაიცვალა. წელს, 2 ოქტომბერს, მას 91 წელი შეუსრულდებოდა. „სარკის“ ახალ ნომერში მასზე უნიკალურ, ძვირფას ისტორიებს შეიტყობთ.

ლომერ ახვლედიანი: კინოკავშირში უჩვენეს „ნატვრის ხე” და რომ დამთავრდა, მერაბ კოკოჩაშვილმა თქვა, რამდენი ხანია, არ მინახავს და ამ სურათმა შემძრაო. მეც მთელი ემოციები გამიცოცხლდა, რაც პირველად ნახვის დროს მქონდა. თან ვფიქრობდი, ნუთუ, ეს ყველაფერი მე გავაკეთე-მეთქი…

ერთხელ რეზო გაბრიაძე დაბადების დღეზე მესტუმრა და საჩუქრად სცენარი გადმომცა. დაკავებული ვიყავი და რეზოს სცენარისთვის ვერ მოვიცალე. ამასობაში გაზაფხული მოვიდა. ერთ დღეს ირაკლი კვირიკაძე მესტუმრა და მითხრა, რეზომ სცენარი მაჩუქაო… ორივეს „ქვევრის” სცენარი გვაჩუქა და გადავიღეთ კიდეც…

თემურ ფალავანდიშვილის „მზე შემოდგომისა”, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. ვამაყობ, რომ მასში ავსახე ძველი თბილისის საოცარი ადგილები, ქუჩები, აივნები. დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა და ვეღარც კი იცნობთ…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში