„სარკე“
„ავტოგრაფიული წიგნი დავწერე „საფეხურები“ და ჩემი დაწერილი წიგნი რომ წავიკითხე, მივხვდი, საინტერესო ცხოვრებით მიცხოვრია“, _ აღნიშნა „სარკესთან“ საუბრისას მსახიობმა ლეო ანთაძემ, რომელსაც 12 ნოემბერს 93 წელი შეუსრულდა.
ლეო ანთაძე: რა ხეირია იმაში, რომ ვბერდებით და ერთი წელი გვემატება? დაბადების დღის დიდი მოყვარული არ ვარ.
ძალიან მიხარია, ჩემი ხალხის ასეთ დიდ სიყვარულს რომ ვგრძნობ. ქუჩაში რომ მივდივარ, მაჩერებენ, ჩემთან სურათებს იღებენ და ავტოგრაფებს მთხოვენ. ეს მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა!..
სამჯერ შევქმენი ოჯახი, მაგრამ დღეს მარტო ვარ… გული მწყდება, რომ ჩემი მეგობრებიდან მხოლოდ მე დავრჩი…
ბავშვობაში ძალიან მინდოდა, მენაყინე გამოვსულიყავი. ძალიან მიყვარდა ნაყინი, მაგრამ ვუღალატე და მსახიობი გავხდი…
70 წელია, რაც ამ თეატრის მსახიობი ვარ. არც ერთი მსახიობი მამაკაცი ამდენი ხანი არ მდგარა სცენაზე, ქალები _ კი, მაგრამ მამაკაცები _ არა…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
