„სარკე“
კირა ანდრონიკაშვილი, რომელსაც 15 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა, „სარკის“ ახალ ნომერში ყვება თავისი გვარის ქალებზე, რომელთაც ბედისწერა ხშირად სასტიკად ექცეოდა. გვიყვება ოჯახზე, ბავშვობაზე, იმ ტკივილებსა და ბედნიერ დღეებზე, რომლებიც მის ხასიათსა და სიცოცხლისადმი დამოკიდებულებას აყალიბებდა:
_ უფლისთვის დიდი და პატარა არ არსებობს, ყველა ერთნაირად იბადება და ერთნაირად მიდის ამქვეყნიდან. ჩემი ოჯახიდან არასდროს გამიგია, რომ სხვაზე განსაკუთრებულები ვიყავით რაიმეთი, პირიქით, სისადავისკენ და მოკრძალებისკენ მოგვიწოდებდნენ…
ჩვენი გვარის ქალები პირად ცხოვრებაში ყველანი უბედურები იყვნენ. ეს არის კარმა…
დედაჩემის მამიდა, თიკო ჯორჯაძე, საფრანგეთში რომ მიდიოდა, 16 წლის ძმამ, გოგი ჯორჯაძემ, ანუ დედაჩემის მამამ, გააცილა. თბილისიდან ჯერ ბათუმში ჩავიდა, მერე _ სტამბოლში, იქიდან პარიზში გადავიდა. ბათუმში რომ მიდიოდა, თიკომ მატარებლიდან დაუძახა ძმას, სახლში დამრჩა ის სამკაული, პარიზში რომ უნდა გავყიდოო. გოგი ფეხით გამოიქცა სახლში, ის სამკაული მოძებნა და მატარებელს მიუსწრო, ფანჯრიდან მიაწოდა სამკაული. თიკო ჯორჯაძეს ერთი შვილი ჰყავდა _ ნინო და გემზე ტიფით გარდაეცვალა…
კირა მამიდას ძალიან მძიმე ხვედრი არგუნა ბედისწერამ. როგორც ქვეყნის მოღალატის მეუღლე, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გადაასახლეს…
17 წლის ვიყავი, პირველი ოჯახი რომ შევქმენი. რომ გავთხოვდი, თან თოჯინა წავიღე…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“
