„სარკე“
მომღერალი ირმა სოხაძე თავის 70-ე წელს ხვდება უამრავი ემოციით, საინტერესო ამბებით, მოგონებებითა და იმ ძალით, რომელსაც ადამიანებს მადლიერების უნარი და ხალხისგან დამსახურებული სიყვარული ანიჭებთ.
მომღერლის დაბადების დღე 28 ნოემბერსაა. მის აღნიშნვას გრანდიოზულად აპირებდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა. ამის შესახებ ის ექსკლუზიურად „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს:
_ სულ სხვანაირად მქონდა ჩაფიქრებული ჩემი 70 წლის საიუბილეო საღამო. ძალიან მინდოდა, საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტი შემეთავაზებინა ჩემი მსმენელისთვის. დეტალურად ვიცოდი, 70 წლის იუბილეზე რა ფერის კაბები უნდა ჩამეცვა, როგორი რეპერტუარი უნდა ყოფილიყო, ვინ უნდა მყოლოდა მოწვეულ სტუმრებში და ასე შემდეგ, მაგრამ რას ვიზამთ…
50 წელია, რაც მე და რეზო ერთად ვართ… მიხარია, რომ ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი… როცა კამათი მოგვდიოდა, ახალგაზრდობაში უფრო მე ვთმობდი, ახლა რეზო თმობს…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
