„სარკე“
ყველა ბავშვი, რომელიც ფეხბურთით არის მოწამლული, ყოველთვის ოცნებობდა, საკუთარი ნიჭის გამოვლენას დიდ ასპარეზზე. ზოგი თავის ეზოში მომავალი ბუფონი იყო, ზოგს რობერტო ბაჯოსავით უყვარდა თანატოლებთან პენალტების შესრულება… ჩვენს რესპონდენტს, გიორგი ფულარიანს კი შევჩენკოს ელეგანტურობა ხიბლავდა, ოლივერ კანის ქარიზმატულობა იტაცებდა და ასევე ბალაკის ცივსისხლიანობაც ვერ ტოვებდა უემოციოდ.
სამწუხაროდ, პროფესიული ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა ყველას როდი მიეცემა. სამაგიეროდ არსებობს უამრავი გზა, რომლებითაც ახალგაზრდა ადამიანს ამ სიცარიელის შევსება შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი საშუალება სპროტის კომენტატორობაა. „სეტანტა სპორტის“ კომენტატორი გიორგი ფულარიანი, უკვე 15 წელია, ამ სფეროშია და ჟურნალ „სარკესთან“ თავისი გამოცდილებიდან საინტერესო ამბებს იხსენებს:
_ სადებიუტო რეპორტაჟის დროს მეგონა, რომ პირველი ხუთი წუთის შემდეგ მღელვარება გადამივლიდა, მაგრამ შესვენებაზე რომ გავედი, პერანგი სულ სველი მქონდა, პროცესში ძალიან ბევრი ვინერვიულე…
„სეტანტა სპორტზე“ ყველა ადამიანი სპორტით არის მოწამლული და, კარგი გაგებით, მანიაკები ვართ. ეს ძალიან მახარებს. აქ ავტომატურად ბედნიერი ხდები, როდესაც სამსახურში ყველა თანამშრომელი სპორტით არის შეპყრობილი, შენც უფრო მეტი ხალისით აკეთებ, საკუთარ საქმეს…
რეპორტაჟის დროს, როდესაც 90 წუთი ლაპარაკობ, ბუნებრივია, რამე შეცდომა შეიძლება გაგეპაროს. არიან ადამიანები, რომლებიც მიკროფონთან რომ მიდიან, ხმას ვერ იღებენ, მცდელობაც კი უჭირთ, იმდენად რთულია.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში
