„სარკე“
სამი ქორწინება, რამდენიმე რომანი, წარმატებული კარიერა, დედის, შვილების, შვილიშვილების მიმართ მზრუნველობა, ყოფილ ცოლებთან მეგობრობა, ახალ-ახალი შეგრძნებების ძიება _ ტელეწამყვან გია ჯაჯანიძისთვის ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში ჯდება: „სიცოცხლე“. 2 წლის წინ მის ცხოვრებაში ახალი რომანი დაიწყო… ამ და სხვა თემებზე გია ჯაჯანიძე „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს.
_ ახლა მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, გრძნობა, ტკბობა. დავდივართ კინოში, თეატრში, მაგრამ ოჯახის შექმნას არ ვაპირებ. სერიოზული პასუხისმგებლობის აღება არც მე მინდა და არც მას…
ეს იყო რომანზე მეტი. ჩვენ ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. მასთან გატარებული წლები ძალიან ლამაზი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში განსხვავება იყო, ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვუგებდით. ის გახლდათ ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი, განათლებული და ერუდირებული.
ისეთი პატარა ვიყავი, მამა რომ გავხდი, მამობა ვერ ვიგრძენი, დაბნეული ვიყავი. ისეთ ასაკში გავხდი ბაბუა, რომ ესეც ვერ ვიგრძენი. ოთხი შვილიშვილი მყავს, უმცროსისგან _ ერთი…
ჩვენ იმდენად სწორად დავიშალეთ, რომ ყოფილ მეუღლეებთან დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
