„სარკე“
„სასწაულია თავისი წითელი კაბით“ _ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ამ წარწერით გავრცელებულმა ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიდეოში წითელკაბიანი, საოცარი გარეგნობის ქალი ფეხშიშველი ლამაზად ცეკვავს და თან ითხოვს, ფეხსაცმელი მიაწოდონ, რომელიც ცეკვისას დაკარგა…
ეს წითელკაბიანი ქალი ელენე რატიანი გახლავთ, ქორეოგრაფი და მოცეკვავე. ხაშურში ცხოვრობს და იქ საკუთარი ქორეოგრაფიული ანსამბლი აქვს, სახელწოდებით „ფრესკა“. ტრადიციულად, ანსამბლის ყველა კონცერტის დასასრულს თავადაც ასრულებს საცეკვაო ნომერს, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს. ელენე თავის ცხოვრებაზე, რომელიც ბევრი საინტერესო ეპიზოდით არის სავსე, „სარკის“ ახალ ნომერში ყვება:
_ ნინო რამიშვილთან რომ მივედი, თენგიზ სუხიშვილს გააცნო ჩემი თავი და უთხრა, შეხედე, როგორი გოგო მოვიყვანეო, წელზე მომკიდა ხელი. ასხეპილი, ლამაზი გოგო ვიყავი. მითხრა, ნამდვილი ქართული სახე გაქვსო. იმ დღესვე დედაჩემისტოლა მოცეკვავეებში შემიშვა, პირდაპირ ანსამბლში…
აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ანსამბლები ამ სტილით აცეკვებენ გოგონებს. მესიამოვნა. როგორც ჩანს, ჩემი ეს მოძრაობები ისე ძალიან მოსწონთ ქორეოგრაფებს, რომ თავიანთ ანსამბლებში გადააქვთ…
ჩემი ცხოვრებაც ალბათ ისეთი იყო, როგორიც ყველა ქალის არის, ბევრი ტკივილიც გამივლია და ბევრი სიხარულიც მქონია. მარტოხელა დედის ცხოვრება ადვილი როგორ იქნებოდა?!..
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“
