„სარკე“
ნათია გოგოჭური ყველა მსახიობისთვის საოცნებო ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა. მისი პედაგოგი დიდი მაესტრო რობერტ სტურუა იყო, ხოლო მესამე კურსიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა. ამაზე დიდი ბედნიერება დამწყები მსახიობისთვის რა უნდა ყოფილიყო. შემდეგ ნათიას ცხოვრებაში დიდი სიყვარული მოვიდა ზაზა კოლელიშვილის სახით და ოჯახის უღელში შებმულმა ახალგაზრდა ქალმა ერთმანეთის მიყოლებით ოთხი შვილი აჩუქა მეუღლეს.
-ზაზას აღმატებულ ხარისხში უყვარს ჩემზე საუბარი. ამას რომ ვისმენ, ზოგჯერ არასრულფასოვნების განცდა მეუფლება, რადგან არ ვარ ასეთი ზეაღმატებული, იდეალური ქალი. არადა, როცა ასე გაქებენ, შენც გინდა, გაამართლო და იმაზე მეტად ინდომებ, ვიდრე შეგიძლია. ამ დროს შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავარდე…
ოჯახის სიმყარე ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მთავარი სიყვარულია. ჩვენ პირველი დღეებიდან უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ყოველდღე ვუთხრათ ერთმანეთს: „მე შენ მიყვარხარ”. ზოგჯერ რომელიმეს გვავიწყდება და შევახსენებთ: „რამე ხომ არ დაგავიწყდა?” და ერთად ვამბობთ: „მე შენ მიყვარხარ”…
ზოგჯერ წკიპზეც ვყოფილვართ, მაგრამ საკმარისი იყო, ცოტა დროს გაევლო, მაშინვე გვენატრებოდა ერთმანეთი… – ამბობს ნათია გოგოჭური „სარკესთან“.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“
