ავთანდილ აბესლამიძე: „ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, ვინც გაიმარჯვებდა“
მომღერალი „სარკეს“ საერთაშორისო კონკურსის ფინალის კულუარებზე უყვება _ „რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა დამრჩა“

ავთანდილ აბესლამიძე: „ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, ვინც გაიმარჯვებდა“„სარკე“

მომღერალი ავთანდილ აბესლამიძე, რომელსაც ყაზახეთში საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, საქართველოში პრიზის გარეშე ბრუნდება. ფინალის კულუარებზე და საკონკურსო ვნებებზე, რომლებიც ყაზახეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოსცადა, ავთანდილმა ექსკლუზიურად „სარკესთან“ მოყვა:

_ ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, თუ როგორი შედეგი დაიდებოდა. სცენაზე სულ ცეცხლი რომ დაგენთო, უკვე ვიცოდით, ვინ გაიმარჯვებდა… რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა დამრჩა…

რამდენიმე წლის შემდეგ ცნობილი მომღერალი ვიქნები, რომელსაც ბევრი კარგი სიმღერა ექნება რეპერტუარში, ექნება კარგი კონცერტები, ასევე გვერდით მეყოლება საყვარელი ადამიანი, შვილები, ოჯახი და მეგობრები. მიყვარხართ ყველანი და ჟურნალ „სარკეს“ ძალიან  დიდ მადლობას ვუხდი!..

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში