„სარკე“
2019 წლის 7 დეკემბერს ქართველი საზოგადოება შეძრა ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის, მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ის თბილისში, ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა და შეუძლოდ ამ დროს გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფოს ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ზაზა ურუშაძე 54 წლის იყო. ის დამდგმელი რეჟისორია საქართველოში ბოლო ორ ათწლეულში გადაღებული საუკეთესო ფილმებისა: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”, „აქ თენდება”, „სამი სახლი”, „დარჩი ჩემთან”, „ბოლო გასეირნება”, „მანდარინები”, „ანტონი”, ტელესერიალი „ცხელი ძაღლი”… თავად კი გადაღებულია ფილმში „მე მოვედი”.
აფხაზეთის ომის თემაზე გადაღებული „მანდარინები” ერთდროულად “ოქროს გლობუსისა” და „ოსკარის” საუკეთესო უცხოური ფილმების ხუთეულში, ნომინანტთა შორის მოხვდა, რასაც „მანდარინების” მსოფლიო დისტრიბუცია მოჰყვა _ ფილმი 100-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა…
30 ოქტომბერი ზაზა ურუშაძის დაბადების დღეა. წელს მას 60 წელი შეუსრულდებოდა. „სარკის” არქივში ინახება ზაზა ურუშაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც რეჟისორი თავის ფილმებზე, ცხოვრების პერიპეტიებსა და საკუთარი ხასიათის შტრიხებზე ყვება.
ზაზა ურუშაძე:
რომ ვთქვა, იღბლიანი არ ვარ-მეთქი, უსინდისობა არ იქნება?! კაცი “ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” ნომინანტი გავხდი! თუმცა აქამდე დიდი სირთულეები გადავლახე, ბევრი ვინერვიულე… წვალების გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ მაინც უნდა გაგიმართლოს… ვიღებდი. როცა კინოს არ ან ვერ ვიღებ, საშინლად ვარ.
წერილი სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
