თაკო ჭანუყვაძე: „მე თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს ჩემი სანდროს დამსახურებაა“
თაკო ჭანუყვაძე ოთხ შვილზე ოცნებობს

თაკო ჭანუყვაძე: „მე თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს ჩემი სანდროს დამსახურებაა“„სარკე“

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, თაკო ჭანუყვაძე, სცენაზეც და ეკრანზეც ბუნებრიობითა და პროფესიონალიზმით იწვევს მაყურებლის სიმპათიებს. განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა კეკეს როლით, მაგრამ მისთვის თეატრი მაინც მთავარი სივრცეა _ ადგილი, სადაც საკუთარ თავს პოულობს და ბოლომდე იხარჯება. ლამაზი, წარმატებული ახალგაზრდა ქალის უკან დგას ოჯახი, რომელიც ზურგს უმაგრებს. „სარკე“ მას საყვარელ საქმეზე, გასტროლებზე, ოჯახზე, შვილზე, ქალურ ინტერესებზე ესაუბრა და ეს საუბარი ძალიან გულწრფელი, საინტერესო, მრავალმხრივი აღმოჩნდა, რაშიც თავადაც დარწმუნდებით, როცა ინტერვიუს გაეცნობით.

_რაც კარგი თვისება არსებობს, ყველაფერი სანდროშია თავმოყრილი. ჩემთვის ეს ადამიანი არის მოსიარულე სიკეთე, სიტკბო. 18 წელია, რაც ერთად ვართ და მასთან გატარებული ყოველი წუთი და წამი დიდი ბედნიერებაა… ჩემი მეუღლე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანია. მე თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს ჩემი სანდროს დამსახურებაა…

მინდა, რომ კიდევ მყავდეს შვილები. საერთოდ 4 შვილი მინდოდა, მაგრამ არ ვიცი,  ჩემი სამსახურის გამო 4 შვილი რამდენად მეყოლება, თუმცა შვილები კიდევ მინდა.

იმდენად დიდია ჩემს სამოსთან დაკავშირებით გამოხმაურება, სერიალ  „ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ გამოვჩნდი, რაღაც ჩვენებისთვის დავამზადე ორმოცი კოსტიუმი და ორმოცივე იმ დღესვე გაიყიდა…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში