„სარკე“
სოფო პაპუაშვილი, სანამ მომღერლად ჩამოყალიბდებოდა, კონკურსებით გაიკვალა გზა. მერე კი მის ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როცა სიმღერასთან ერთად მსახიობური ნიჭიც გამოადგა. დღეს „პაატა გულიაშვილის შოუში“ მონაწილეობს.
-ამერიკაში ყოფნის პერიოდში ჩემმა მეგობარმა კასტინგის პლატფორმაზე შეიყვანა ჩემი ინფორმაცია, ატვირთა ჩემი ფოტოები და გაგზავნა. გავიდა დრო, მე საქართველოში დავბრუნდი, შევუდექი ჩემს ჩვეულ საქმეს და შემთხვევით, მეილის შემოწმებისას ვნახე, რომ თვეების წინ კინოკომპანია „დისნეიდან“ იყო გამოგზავნილი მეილი, სადაც მეპატიჟებოდნენ კინოზღაპრის სინჯებზე. პირდაპირ მწერდნენ, რომ ჯადოქრის როლზე უნდოდათ ჩემი მოსინჯვა. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! მართალია, პასუხი მაინც მივსწერე, მაგრამ იმდენი თვე იყო გასული, მგონი, გადაღებები დამთავრებულიც კი ჰქონდათ. ძალიან ვნანობ, რომ ეს შანსი ხელიდან გავუშვი, – ყვება სოფო პაპუაშვილი თვის ცხოვრებაში დაკარგული შანსზე „სარკესთან“.
სოფო ერთი შვილის დედაა. „მე ვერ ვიტყოდი, რომ მარტოხელა დედის მელანქოლიაში გადასული უბედური ქალი ვარ. ბავშვის ცხოვრებაში აბსოლუტურად ჩართულია მამა“, – ამბობს ის და თავის სიყვარულსა და ყოფილ მეუღლეზე გუწრფელად ყვება.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
