„სარკე“
„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები. აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ზღვარი ჩემსა და ლაშიკოს სიყვარულს შორის“, _ უყვებოდა მომღერალი სალომე ბაკურაძე „სარკეს“ წლების წინ.
სამწუხაროდ, სალომე ახლა სამძიმრის წერილებს იღებს. 27 ოქტომბერს მისი ქმარი _ ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე, გარდაიცვალა. რამდენიმე საათით ადრე ლაშამ სოციალურ ქსელში ტოსკანიდან გამოაქვეყნა ფოტოები. დილით საქართველოში დაბრუნდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ეს მძიმე ამბავი გავრცელდა.
სალომემ და ლაშამ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა. ლაშასთვის ეს მეორე ქორწინება იყო. პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი დარჩა _ ელენე. სალომეს და ლაშას ბიჭი, სანტი, 9 წლისაა.
სალომე „სარკეს“ სხვადასხვა დროს თავის ოჯახურ ცხოვრებაზე ესაუბრებოდა.
_სალომე, თქვენი წყვილისგან ყოველთვის ბედნიერების სხივი მოდის, მაგრამ ალბათ ცხოვრებაში იყო ბევრი წინააღმდეგობაც.
_ სასიამოვნოა, თუ ადამიანებს ჩვენს დანახვაზე ასეთი შთაბეჭდილება რჩებათ. ჩვენს განვლილ ცხოვრებაში დიდად სირთულეებს ვერ გამოვყოფ, რადგან ჩვენ თვითონ არ გვქონდა სირთულეების აღქმა. როდესაც ორივე მხრიდან არის სურვილი, რომ ვიყოთ ერთად და ბედნიერად, ეს ყოველთვის გამოდის…
ვცდილობთ, ჩვენი სიყვარული მაქსიმალურად ვაჩვენოთ შვილსაც. მან უნდა იცოდეს, რომ ოჯახში სიყვარული მთავარია…
ინტერვიუებიდან ამონარიდები სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
ჟურნალი „სარკე“ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სალომე ბაკურაძეს ქმრის, ლაშა ბასლანძის, გარდაცვალების გამო.
