„მომავლის ვარსკვლავების” კლასიკური მუსიკის საფესტივალო ტურნე

„მომავლის ვარსკვლავების” კლასიკური მუსიკის საფესტივალო ტურნესაქართველოს ხელოვანთა კავშირმა „ხელოვანები მომავლისთვის”, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კლასიკური მუსიკის ეროვნული ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავების” საკონცერტო ტურნე გამართა, მასტერ-კლასების, ღია გაკვეთილების და მეთოდური ლექციების თანხლებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ „მომავლის ვარსკვლავების” პრიზიორები და ლაურეატები.

„მომავლის ვარსკვლავების” კლასიკური მუსიკის საფესტივალო ტურნე

მასტერ კლასები ფორტეპიანოში, ვოკალში, სიმებიანსა და ჩასაბერ ინსტრუმენტებში ჩაატარეს პროფესორ მასწავლებლებმა „მომავლის ვარსკვლავების” ჟიურის შემადგენლობიდან. ფესტივალი, რომელსაც მუსიკოსი და ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, ნინა კუპატაძე ხელმძღვანელობდა, საქართველოს 12 ქალაქში გაიმართა და თავისუფალი დასწრებით უმასპინძლა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს.