მერიკო კარტოზია: „ჩემს გადაცემას სენსაციით ვიწყებ“
„მეც მაქვს შეცდომები და მყავს მოშურნეები, განსაცდელიც ამის გამო დამატყდა თავს“

მერიკო კარტოზია: „ჩემს გადაცემას სენსაციით ვიწყებ“„სარკე“

პოპულარული ტელეჟურნალისტი, მერიკო კარტოზია, რომელიც ბოლო წლები ამერიკაში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნდა. შორეულ ქვეყანაში, სადაც სატელევიზიო გადაცემების ჩასაწერად გაემგზავრა, დიდი განსაცდელი გამოიარა _  ერთ-ერთი გადაღების დროს ფაეტონიდან გადმოვარდა და ფეხი ისე დაიზიანა, რომ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.

ამერიკაში სრულიად უფასოდ უმკურნალეს და ფეხზეც წამოაყენეს, თუმცა გვითხრა, რომ საქართველოს არაფერი შეედრება და სხვაგან ცხოვრებას აღარ აპირებს. რა გეგმებით და მიზნებით გააგრძელებს სამშობლოში ცხოვრებას, მერიკო „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს:

-ეჭვი მაქვს, რომ ცხენს რაღაცამ გადაურბინა. ქვეწარმავალმა, თაგვმა ან რაღაც ისეთმა, რომ შეშინდა და დაფრთხა, ცხენი მშიშარა ცხოველი ყოფილა. გაჩერდა, უკან დაიხია და გადაგვჩეხა. ეს იმდენად უცნაური და მისტიკური ამბავი იყო, უბრალოდ არ მომხდარა. ეს განსაცდელი მე უნდა გამევლო!..

როდესაც ეკრანზე ჩანხარ, ბევრი მაყურებელი გყავს, შენზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგეტიკა მოდის. ვერავინ დამაჯერებს, ვინც ეთერში ჩანს, ყველას უყვარდეს თუ მოსწონდეს. მეც მყავს ჩემი კრიტიკოსები თუ მოშურნეები. ბევრს ვუყვარვარ, მაგრამ… ასე რომ, ჩემს შეცდომებს დაემატა ეს უარყოფითი ენერგეტიკა და ასე მოხდა…

ქრისტიანი ადამიანები ვართ და განსაცდელიც მშვიდად უნდა მიიღო. უნდა დაფიქრდე, რომ მიხვდე, რა რატომ მოხდა. ყოველთვის ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ სწორად ვიცხოვრო, არავის ვატკინო გული და ჩემი არსებობით არავინ შევაწუხო, რაც შემიძლია, გავუკეთო, მაგრამ ადამიანები ვართ და ალბათ რაღაცები არ მეპატია…

ჩემს გადაცემას, „ერთი ამბავი მერიკოსთან“, მალე დავიწყებ. აქციები, ცვლილებები, დაძაბულობა… მგონია, რომ არჩევნების, აქციების ფონზე ჩემი გადაცემის დრო ჯერ არ იყო. იმავე ფორმატის გადაცემას გავაკეთებ, რომელსაც ვაკეთებდი და იმავე არხზე. დაველოდე, რომ ჩაწყნარებულიყო სიტუაცია. ჯობდა, მომეცადა და საჭირო დროს გამოვჩენილიყავი. მინდა, სენსაციით დავიწყო…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში