ცოტა ხნის წინ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გარდაიცვალა ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ.ლაშა ბასლანძეს ბოლო პოსტი 17 საათის წინ აქვს გამოქვეყნებული იტალიიდან. ის საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. ლაშა ბასლანძე მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი იყო.
„შენ მოგიკვდი მე! ჩემო სიკეთის ბიჭო! მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ჩემთვის ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად. ჩემი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე თავისი…
ლაშას დედას კიდევ მილიონი მადლობა ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მე ვიცი და არ ჩამოვთვლი. დავანებოთ სალომეს თავი, რომ ის ჩემი დაქალია. ლაშა, ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! რანაირად მატკინე გული.
სალომე ბაკურაძე – როგორ მოვიდე, ან რითი განუგეშომ არ ვიცი. სანტის და ელენეს რა ვუთხრა“, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი.
