„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება, ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული“ – რას უყვებოდა სალომე ბაკურაძე „სარკეს“ მეუღლეზე

„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება, ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული“ - რას უყვებოდა სალომე ბაკურაძე „სარკეს“ მეუღლეზემომღერალ სალომე ბაკურაძეს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს ქმრის, ლაშა ბასლანძის, გარდაცვალების გამო.

„სალომე ბაკურაძე – როგორ მოვიდე, ან რითი განუგეშომ არ ვიცი. სანტის და ელენეს რა ვუთხრა“, – დაწერა მომღერალმა ნინი შერმადინმა სოციალურ ქსელში.

ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

„ლაშა ჩემზე ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობს. როდესაც ორსულობის მერვე თვეში ვიყავი და უეცრად წყლები დავღვარე, ლაშა ლოგინიდან წამოხტა და პანიკაში იყო, ყვიროდა, დავიღუპეთო. ისეთი სიჩქარით მიმაქანებდა საავადმყოფოში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით. ცუდ რამეებს დაუკავშირა ნაადრევად მშობიარობის დაწყება.

სულ ასეა, ჩემს მდგომარეობას ვერ აღვიქვამ, რადგან ლაშას დაწყნარება მჭირდება. ცუდად ყოფნას არ მაცდის და არ მარგებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი“, – უყვებოდა სალომე რამდენიმე წლის წინ „სარკეს“, როცა მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები, – უყვება სალომე ბაკურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში „სარკეს“, – აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. ღირსეული პიროვნებაა, მაგრამ მის ამ თვისებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ზღვარი ჩემსა და ლაშიკოს სიყვარულს შორის…

შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი ეტაპი და ამ ერთ ეტაპში ბევრი რამ მოხდეს… გამოცდილება ნამდვილად დაგვიგროვდა. ჩვენმა შვილმა, სანტიმ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შვილი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას. მთლიანად მის გარშემო ვბრუნავთ

– თქვენს ქმარს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილი, გოგონა, რომელთანაც, ცნობილია, რომ ყოველთვის ახლო ურთიერთობა გქონდათ. ლაშას ქალიშვილი უმცროს ძმასთან ბევრ დროს ატარებს?

– ლაშას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი გოგონა, ელენე და ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობები გვაქვს. და-ძმა ძალიან ბევრს ეფერებიან ერთმანეთს. როცა ერთობიან და თამაშობენ, ფანტასტიკური სანახავები არიან.

– როგორი იყო დედობის პირველი ემოცია, როცა თქვენი შვილი დაინახეთ?

– თავი ვერ შევიკავე და ძალიან ბევრი ვიტირე. ამ ემოციას ვერ გააკონტროლებ. ლაშაც ძალიან გულჩვილია და, როგორც კი ერთად გვნახა, თვალები ცრემლებით აევსო.

– როგორ ზრდით ბიჭუნას, რა მეთოდებს იყენებთ?

– აუცილებლად მეგობრები უნდა ვიყოთ. სანტიმ როგორც კი რაღაცების გაგება დაიწყო, იმ დროიდანვე ყველაფერს ვუხსნი, როგორც ზრდასრულ ადამიანს. თუ რაღაც არ უნდა გააკეთოს, ვეუბნები, რატომაც არ შეიძლება. ასეთი ურთიერთობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა და მინდა, ასევე გაგრძელდეს.

– როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ოჯახში ჰარმონიის შესანარჩუნებლად?

– ერთმანეთს უნდა გავუგოთ, კომპრომისზე წავიდეთ, ერთიმეორეს მეტი ვასწავლოთ, მეტი მივიღოთ და გავცეთ, მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები.

– როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა ოჯახში, კომპრომისზე რომელი მიდიხართ, თქვენ თუ ლაშა?

– ისე არ არის, რომ ყოველთვის მე დავთმო ან ყოველთვის – მან. ვთანხმდებით და ისე ვიქცევით, როგორც ჯობია. არასოდეს მქონია ასეთი მიდგომა, რომ ოჯახსა თუ ოჯახის გარეთ ჩემს პოზიციაზე ვიდგე და არაფერი შევცვალო. ლაშასაც ასევე შეუძლია მოისმინოს, გაიგოს და ჩემი აზრი თავისუფლად მიიღოს, თუკი მიხვდება, რომ ჩემი უფრო სიმართლისკენაა.

– ისევ არის თქვენს ურთიერთობაში რომანტიკა, სიურპრიზები, თარიღების განსაკუთრებულად აღნიშვნა?

– კი, ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენს ცხოვრებაში არის განსაკუთრებული თარიღები, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვცდილობთ, განსაკუთრებული იყოს… ოჯახზე ნაკლებად ვსაუბრობ, რადგან იმდენად მყუდროა ჩემთვის და იმდენად კომფორტია, რომ სიღრმეებზე ლაპარაკს ვერიდები.

– ცოლ-ქმარი ბევრ დროს უთმობთ ერთმანეთს?

– ცხადია, ბევრ დროს ვუთმობთ ერთმანეთს. მოგზაურობა ორივეს ძალიან გვიყვარს და, როცა დრო და ფინანსები გვაძლევს ამის საშუალებას, მაშინვე გავრბივართ ახალ-ახალი ადგილების დასაპყრობად.