ავთანდილ აბესლამიძე: „დიდი უსამართლობაა _ მაქებენ, თვალს მიკრავენ, მერე დაბალ ქულებს მიწერენ“
ბათუმელ მომღერალს საერთაშორისო კონკურსში შეყვარებული ამხნევებს

ავთანდილ აბესლამიძე: „დიდი უსამართლობაა _ მაქებენ, თვალს მიკრავენ, მერე დაბალ ქულებს მიწერენ“„სარკე“

ბათუმელი მომღერალი ავთანდილ აბესლამიძე ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობს. უსამართლოდ დაწერილმა ქულებმა ბრძოლის ჟინი ვერ გაუქრო და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნოემბერში გამარჯვება იზეიმოს.

ავთანდილისთვის ეს პირველი კონკურსი არ არის, მაგრამ პირველად არის იმ მდგომარეობაში, როცა საყვარელი ქალი ამხნევებს და გვერდით უდგას. საკონკურსო ციებ-ცხელებასა და პირადზე ავთანდილმა „სარკესთან“ ისაუბრა:

-ჟიურის წევრებს ძალიან მოვწონვარ, მაქებენ კიდეც, მაგრამ მაღალ ქულას არ მიწერენ. თვალს მიკრავენ გასამხნევებლად და დაბალ ქულას მიწერენ. მეუბნებიან, რომ ბულბულივით ხმა მაქვს. ნეტავ, მსოფლიოში შენნაირი ტემბრის ორი ან სამი მომღერალი გვყავდესო. ასეთ სიტყვებს რომ მეუბნებიან და მერე ის ადამიანები დაბალ ქულებს მიწერენ, ამაზე მწყდება გული…

შეყვარებული ძალიან მგულშემმატკივრობს ყველაფერში. ასე მგონია, რომ ის ჩემი მეორე „მეა“. პირველად ვარ შეყვარებული და ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა. რომ არა ის, ამ ეტაპამდე ვერ მივიდოდი…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში