ზაქარია ფალიაშვილის ტრაგედია – ,,მწარეა ტკივილის გაძლება”

ზაქარია ფალიაშვილის ტრაგედია – ,,მწარეა ტკივილის გაძლება”კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის შვილი, ირაკლი, მუსიკის განსაკუთრებული ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული.  როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, ის მამას ბევრ რჩევას აძლევდა. ირაკლი 9 წლის ასაკში გარდაიცავალა. მამამ ოპერა ,,აბესალომ და ეთერი” თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა.

,,ჩემი სათნოებით მოცული ვაჟი.. 4 წელია, რაც ირა დავკარგე… როგორ ანგელოზივით სახე ჰქონდა.. სათნოებასთან ერთად ნიჭიც არ დაჰკლებია. მუსიკის წერისას მუდამ გვერდით მეჯდა, მისწორებდა, რჩევებს მაძლევდა. „აბესალომ და ეთერზე“ მუშაობისას მეუბნებოდა ხოლმე – ..მამა, ეს არ მომწონს, გადააკეთე“ და შედეგიც არ აყოვნებდა.. აშკარაა, რომ ირაკლი დიდებული სმენით იყო დაჯილდოებული, ალბათ დაეტყო გენები…

მენატრები და გეტრფი… ლანდად დამყვება შენზე ფიქრები… მწარეა ტკივილის გაძლება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს”- წერია ზაქარია ფალიაშვილის ჩანაწერებში, რომელსაც ფეისბუქგვერდი ,,ზაქარია ფალიაშვილი” აქვეყნებს.