„ვისაც ხახვის ტოლმა მიგირთმევიათ, დამერწმუნებით, რომ არის უგემრიელესი. სხვათა შორის, პირველად მოვამზადე და მოლოდინს გადააჭარბა. ვისაც ხახვი არ გიყვართ, მათთვის არ არის. ამიერიდან სულ ხახვის ტოლმას მოვამზადებ, ისეთი სურნელი დატრიალდა სახლში, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ.მაშ ასე, გიზიარებთ რეცეპტს:
ინგრედიენტები: 6-7 ცალი დიდი ზომის ზომის ხახვი, გააჩნია რამდენს მოამზადებთ, შეგიძლიათ, გააორმაგოთ. 500 გრ საქონლის ფარში, თქვენ შეგიძლიათ შერეული გამოიყენოთ. 2 თავი ხახვი ან გემოვნებით (ფარშისთვის). წითელი ტკბილი პაპრიკა გემოვნებით. წითელი დაღერღილი წიწაკა გემოვნებით შავი პილპილი, მე ფერადი გამოვიყენე. მუსკატის კაკალი გემოვნებით, ქინძი, მარილი გემოვნებით, 1 ს.კ. ტომატის პასტა, 2 -3 ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადება: დიდ ქვაბში ავადუღოთ წყალი, ამასობაში გავფცქვნათ ხახვი, გავრეცხოთ კარგად და ერთი მხრიდან შუაში ჩავჭრათ. ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვათავსოთ ცივ წყალში დაახლოებით 2- 3 წუთი. ამასობაში გავამზადოთ ფარში. თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეკმაზოთ. ბოლოს ამოვავსოთ ჩვენი ხახვუნიები და მოვათავსოთ ტაფაზე, ან სხვა საცხობ ფორმაში.
ცხელ წყალში გავხსნათ ტომატის პასტა, პლუს პომიდორი გავთალე და დავაბლენდერე და გავურიე ტომატის პასტას, დავუმატოთ ცოტა ზეთი, რომელიც გნებავთ, ისე ზეითუნის ზეთი უხდება ძალიან, ცოტა მარილი. გავხსნათ კარგად ერთმანეთში და დავასხათ ტოლმას. დარჩენილი ხახვი მოვალაგოთ ტაფის ძირზე, უფრო არომატული გამოდის. მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 1 საათით – თავიდან 30 წუთი დავდახურული და ბოლო 30 წუთი თავახდილი, როგორც კი დაიბრაწება ზევიდან, მზად არის. ჩვეულებრივ გაზქურაზეც მზადდება, მაგრამ ღუმელში დამზადებული უფრო გემრიელია. გააკეთეთ, არ ინანებთ, ძალიან გემრიელია“, -წერს სოციალურ ქსელში Muller Lia Muller.
…
ხახვის ტოლმა ტრადიციული კერძია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით კი კახეთში. ხშირად ფარშს ამზადებენ საქონლის ხორცით, ბრინჯით, სანელებლებითა და მწვანილით. ტოლმის მომზადებისას გამოიყენება კახური ხახვი, რომელიც განსაკუთრებით რბილი და სიტკბოებით მდიდარია.
ხახვის ტოლმის გასახალისებლად ხშირად უმატებენ არაჟანსა და ხმელ სუნელებს, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
