დანიის კლუბ „კოპენჰაგენის” 23 წლის ქართველ მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს მთელი კლუბი და მეგობრები გვერდში უდგანან, რადგან ახლა მას მძიმე პერიოდი აქვს. მისი და ანა ოქრუაშვილის ვაჟი, რომელიც მარტში დაიბადა, ავადაა. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„კოპენჰაგენი” ორიენტირებულია ამ მძიმე პერიოდში გიორგის და მის ოჯახს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს. რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიორგის, რომელიც შესაძლოა არ იყოს ვარჯიშზე ან თამაშების დროს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს გიორგისთან და ვუსურვებთ მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს. ახლა გოჩოლეიშვილების ოჯახს დრო და სივრცე სჭირდება”, – განაცხადეს კლუბში.
4 ნოემბერს „კოპენჰაგენისა” და „სილკებორგის” შეხვედრაზე გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მის მხარდასაჭერად კი „კოპენჰაგენის გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სპეციალური ბანერი გამოფინეს, წარწერით: „გამაგრდი, გიორგი, შენს ოჯახთან ერთად!“.

