ხაშურში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. დები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ, თითქმის თავიანთ სახლთან იყვნენ მისულები, როცა მათ მანქანა დაეჯახათ. ორივეს მდგომარეობა უმძიმესია. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ უცხოეთში გადაყვანა, რომ გადარჩნენ. თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია.დების ახლობლები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ:
„არასდროს ასე საჯაროდ არ მომიმართავს დახმარებისთვის, მეგობრებო, ნათესავებო, სრულიად საქართველო. თქვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ ულამაზეს დებს, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის. რომლებმაც ავტომანქანის შეჯახების შედეგად მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანება.
გოგონების მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა, ისინი კვლავ რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. რეაბილიტაციისთვის სჭირდებათ საზღვარგარეთ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მკურნალობა.
თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის 1 (ერთი) ლარიც მნიშვნელოვანია გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად…ჩვენ გვაქვს თქვენი გულისხმიერების და ერთიანობის იმედი (რაც, არაერთხელ გამოგვიცდია და გადაგვირჩენია უამრავი ადამიანის სიციცხლე). უფლის მადლით და თითოეული ჩვენგანის ერთიანობით, ახლაც შევძლებთ გოგონების დახმარებას და მათთვის სრულფასოვანი სიცოცხლის და ლაღი ცხოვრების დაბრუნებას!
მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა)
(საქართველოს ბანკი);
(თიბისი ბანკი).
გთხოვთ გააზიაროთ
პირადი ნომერი 57001052354
სოფო ხარშილაძე“.
