„დაუდევრობის გამო ცხოვრება თავზე დამამხეს“ – შორენა ონიანი, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

„დაუდევრობის გამო ცხოვრება თავზე დამამხეს“ - შორენა ონიანი, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა, გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ ძალიან მძიმე ინფორმაცია გავრცელდა – 28 წლის შორენა ონიანი, რომელმაც ტყუპები გააჩინა და სიცოცხლისთვის იბრძოდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მისი მეუღლე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება, ჩვენი ტყუპების ამბით ხომ ღრუბლებში დავფრინავდით… ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს, რომ ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ გამოჩდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები, რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავის უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს.

ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი, რადგან ჩვენს პატარებს ის უფრო სჭირდება“.