„ჩვენო პატარებო, დედას როგორ უყვარდით“ – შორენა ონიანის მეუღლე შვილების ვიდეოს აქვეყნებს

„ჩვენო პატარებო, დედას როგორ უყვარდით“ - შორენა ონიანის მეუღლე შვილების ვიდეოს აქვეყნებსმშობიარობის გართულებებით გარდაცვლილი შორენა ონიანის ქმარი, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლეს ემოციური ვიდეოებით ემშვიდობება და წერს:

„ჩვენო პატარებო, დედას როგორ უყვარდით“, „როგორი ლამაზი იყავი, ჩემო პატარა. ყველაზე ლამაზი დარჩები, შენ არასდროს დაბერდები, ყველა კადრი დარჩება შენს პატარებს“, „ეს უბედური დღეები არ უნდა დამდგარიყო, ჩემო მფარველო ანგელოზო, ყველგან გეძებ, რომ რამე ახალი ვიპოვო გაგზავნილ კადრებშიც, მაგრამ რომ გამოილევა ეს კადრები, ყველა გზას შენთან მოვყავარ“.

შორენა ონიანის და გიგა ცხელიშვილის ტყუპი ბიჭები, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. მათ ვიდეოს გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.