ანი ბებია: „ისტერიკული ტირილი ამიტყდა… ვიპოვე ბავშვობის მეგობარი“

ანი ბებია: „ისტერიკული ტირილი ამიტყდა... ვიპოვე ბავშვობის მეგობარი“მსახიობმა ანი ბებიამ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობის მეგობარზე ყვება:

-ვიპოვე ბავშვობის მეგობარი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. ის პერიოდულად მახსენდებოდა ხოლმე. ბოლო პერიოდი, ძალიან აქტიურად მახსენდებოდა ერთად გატარებული დრო და ის სითბო და სიყვარული, რაც მქონდა მის მიმართ. ქიმია, რაც ჩვენ შორის იყო.

ჩემი მეზობელი იყო. გვარი არ მახსოვდა და მაგიტომ ვერ ვპოულობდი. ერთადერთი, რაც მახსოვდა, ის იყო, რომ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის ცოლი იყო რაღაც პერიოდი. მერე დაშორდნენ. მარტო ეს ვიცოდი… ამ ბიჭის ფეისბუქზე ვცდილობდი მოძებნას, მას მერე ამ ბიჭს კიდევ ორი ცოლი ჰყავდა და ვერ მივაგენი ვერაფრით. ახლა დედაჩემმა მომწერა მისი გვარი და ამ ბიჭის მეგობრებში ვიპოვე. ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი… რომ ვნახე ფოტოები და ვიდეოები, ამიტყდა ისტერიკული ტირილი ბედნიერებისგან… ძალიან მიხარია, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი… ახლა მივწერე, ჯერ არ დავუსინივარ… 20 წელი გავიდა ჩვენი ბავშვობის მერე…