„საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში“ – ფოტოები შორენა ბეგაშვილის საოჯახო ალბომიდან

„საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში“ - ფოტოები შორენა ბეგაშვილის საოჯახო ალბომიდანმსახიობ შორენა ბეგაშვილს და მის ერთადერთ შვილს, ევა ბარბაქაძეს გამორჩეული დედაშვილობა აქვთ. მათ ურთულესი პერიოდიც, როცა ევა მძიმედ დაშავდა, ერთად გადალახეს. შორენამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევა გამოჯანმრთელებულიყო.

იმ უმძიმეს დღეებში მსახიობი შვილის მამაზე წერდა:

„პირველი ოპერაციიდან ორ კვირაში კიევში გაიქცა, საქმე მიფუჭდებაო და ერთადერთი საჩუქარი – პლანშეტი წაართვა მწოლიარე ბავშვს. შემოგვითვალა, რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო. ეს მოსიყვარულე მამა ელოდება (ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა მასალა სათაურით: “უამრავ გულშემატკივარს შორის, საქართველოში ევას მამა და ნახევარძმა ელოდება” – ავტ.)? ევას მამა არ ჰყავს!”.

რამდენიმე წლის წინ მსახიობმა საოჯახო ალბომიდან უთბილესი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. გაჩნდა პატარა არსება. ვერ გამეგო, მეთამაშა თუ ბავშვი გამეზარდა“.