„მამამისი მაგარი ალპინისტი იყო, ვერტმფრენში აფეთქდა“ – ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა

„მამამისი მაგარი ალპინისტი იყო, ვერტმფრენში აფეთქდა“ - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრასოციალურ ქსელში ვრცელდება მეკლდეურ გურამ ხუციშვილის ფოტოები, რომელმაც გუშინ აქციის დროს ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა. ის ცნობილი მთასვლელის, დათო ხუციშვილის ვაჟია.

„გუ­შინ არ დავ­წე­რე გუ­რა­მის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე. დღეს უკვე ვნა­ხე, რომ სხვებ­მა და­წე­რეს და და­ვა­მა­ტებ: ეს კარ­გი ბიჭი ჩვე­ნი და­თუ­ნა ხუ­ციშ­ვი­ლის ვა­ჟია, გუ­რამ ხუ­ციშ­ვი­ლი. გახ­სოვთ, 9 აპ­რი­ლის შე­სა­ხებ ფილმში კუ­ბოკ­რულ­პე­რან­გი­ა­ნი ლა­მა­ზი ბიჭი კი­სერ­ზე შე­მოს­მუ­ლი შვი­ლით. აი, ის პა­ტა­რაა ეს გუ­რა­მი. ჰოდა, მოდი და სიმ­ბო­ლო­ებს ნუ და­უ­ჯე­რებ: მამა აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა, აფეთ­ქე­ბულ ვერ­ტმფრენ­ში იჯდა. ვაჟ­მა მისი „და­ნა­ტო­ვა­რი” სიმ­ბო­ლუ­რი დრო­შა ვახ­ტანგ გორ­გა­სალს და­ა­ჭე­რი­ნა ხელ­ში!.. მი­თხა­რით, რომ ეს სას­წა­უ­ლი არ არის!”, – წერს მა­რი­ნე ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

„მის მამას ვიცნობდი კარგად, ვმეგობრობდი. მაგარი ალპინისტი იყო. ჭუბერზე რომ ლტოლვილები გადმოჰყავდათ, იმ ჯგუფში იყო. ლტოლვილებით სავსე ვერტმფრენში აფეთქდა…

პიონერთა სასახლეში დავდიოდი დიდხანს ბავშვობაში. ერთხელ სასახლის სხვადასხვა წრის ბავშვები ერთად სპექტაკლს ვდგამდით ჯავახიშვილის „ჩანჩურას” მიხედვით. იქ გავიცანი დათო ხუციშვილი. ზუსტად ჩემხელა. შავგვრემანი, ვაჟკაცური სახით, რაღაცნაირი სპეციფიკური წვრილი თვალებით.
ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ წამოდიო, მითხრა. წავყევი. ჯერ მის დასთან ავედით მთაწმინდაზე (თურმე მშობლებს უმალავდა, ალპინიზმში რომ ვარჯიშობდა და ფორმას დასთან ინახავდა). რაღაცა ჩანთა აიღო, მერე კი ბოტანიკური ბაღის კლდეზე მივედით. ჩანთიდან სპორტული შარვალი, მაისური და ჩემდა გასაკვირად, კალოშები ამოალაგა, გადაიცვა და უსწრაფესად აძვრა კლდეზე. კი არ აძვრა, არამედ თითქოს აირბინა. ჩამოვიდა, ისევ აძვრა.
მე გაშტერებული ვუყურებდი. ცოცხალი ალპინისტი პირველად ვნახე. რაღაცა გადაჭრილ მილზე ვიჯექი. მერე გვერდით მომიჯდა, მილში ხელი შეყო და „სუხარის“ ყუთი გამოათრია იქიდან. ხომ არ აძვრები შენცო, შემომთავაზა. მისი კალოშები არ მომერგო, ამიტომ რაც მეცვა,  იმით დავიწყე აძრომა. ბევრიც არაფერი შედეგი მქონდა. მოკლედ, იმის შემდეგ მონუსხულით დავდევდი დათოს კლდეზე. ჩემი უბნელი აღმოჩნდა, დავმეგობრდით. თითქმის ერთად ვატარებდით მთელ დღეებს.
მერე სკოლა დავამთავრეთ, მერე ჯარი, უმაღლესი. ამასობაში დათო ძალიან სერიოზულ ალპინისტად ჩამოყალიბდა. ჰიმალაის ექსპედიციაშიც იყო. მერე ომი დაიწყო. დავმარცხდით. სამაშველო ჯგუფებს დევნილები გადმოჰყავდათ ჭუბერზე. დათოც მაშველებში იყო, რა თქმა უნდა. მერე დევნილებით სავსე ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც დათოც იყო.
სიკვდილის შემდეგ გმირის წოდებით დაჯილდოვდა. ბევრი ვიგლოვე, ვიდარდე. სულ თვალწინ მედგა დათოს პირველი არბენა კლდეზე. ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელივანი ეტაპი.
და გუშინ დათო გაცოცხლდა, ხალხო. ის ბიჭი, რომელიც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე აძვრა და დროშა დაკიდა, დათოს შვილი, გურამ ხუციშვილი ყოფილა. მითხარით, რომ ეს სასწაული არაა. მითხარით, რომ გმირები ნამდვილად არ კვდებიან. მითხარით, რომ კვიცი გვარზე არ ხტის!
31 წლის შემდეგ სალამი, დათო ხუციშვილო! შენს სულს და ხსოვნას ვენაცვალე, მეგობარო!  შენი შვილი შენ მსგავსად სიმართლის მხარესაა და ლამაზად დაცოცავს სიმაღლეზე“, – წერს ბესიკ საბაშვილი სოციალურ ქსელში.