პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მივიდა და დეპუტატებს მიმართა:
-არ გაინტერესებთ, რა მოხდა?! შემომხედეთ ერთ თვალში მაინც. მეორეში ვერ შემომხედავთ. კოლეგები ხართ და გეტყვით, რაც მოხდა რეალურად. ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ „რობოკოპები“, როცა აქციაზე ინტერვიუს ვიძლეოდი. ეს პირდაპირ ეთერში იყო. როგორც კი დავინახე, რომ ეს ბავშვი შეჰყავდათ, გავემართე მისკენ, იქნებ არ წაიყვანოთ, ბავშვია და ასე არ მოექცეთ-მეთქი. ამის შემდეგ უკვე სპეცრაზმის, ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. საათი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ…
ჩემი კოლეგები ხართ და მინდა გითხრათ, რას ლაპარაკობდნენ, როცა მირტყამდნენ: მეუბნებოდნენ, რომ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებ და იქნებ გაჩერდე… იძახოდნენ, რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ უნდა მეთქვა, „ჩმორი“ ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი.
