კახა მიქაია: „ქოცებო! მეგის ქარდავას შ*ი მინისტრებად გყავთ დანიშნული, ეს ტიპი კი ფორთოხალს ჰყიდის“

კახა მიქაია: „ქოცებო! მეგის ქარდავას შ*ი მინისტრებად გყავთ დანიშნული, ეს ტიპი კი ფორთოხალს ჰყიდის“ვიტალი გუგუჩია და მირანდა ჯობავას ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც ცოლ-ქმარი, 4 შვილის მშობლები ვიქტორ ჯაფარიძეს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ, მალევე დაიწერა, რომ ვიტალი გუგუჩიამ თავის დროზე ნაცების ხელისუფლების მოწინააღმდეგე, კახა მიქაია დაიჭირაო. თავად კახა მიქაია ამ ინფორმაციას ასე ეხმაურება:
„სოციალურ ქსელში ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, სადაც მარკეტის მეპატრონეებთან ბოდიშის მოსახდელად მისული ვიტია ჯაფარიძე საკადრის პასუხს იღებს და კუდამოძუებული ტოვებს იქაურობას, ქოცების პროპაგანდისტი, ვინმე ქადაგიძე ეხმაურება და წერს, გუგუჩია მეგის ქარდავას ზონდერი იყო და თავის დროზე მიქაია დაიჭირაო.  მე ნამდვილად არ მახსოვს ეს ტიპი, არ ვიცი. თუმცა, ასეც რომ იყოს, ამით რა გამართლება ვიტიას და კიდევ იმ 83 ვიტიას, რუსულ კანონს რომ უყარეს კენჭი?! ქოცებო! მეგის ქარდავას შნირები მინისტრებად, ქალაქის მერებად და პოლიციის უფროსებად გყავთ დანიშნული და ეს ტიპი კიდე ფორთოხალს ჰყიდის“.