ელისო ბოლქვაძის მუქარა: „მალე გავარკვევთ ვინაობას, გამოგაჭენებთ სამაგალითოდ”

ელისო ბოლქვაძის მუქარა: „მალე გავარკვევთ ვინაობას, გამოგაჭენებთ სამაგალითოდ"დეპუტატი ელისო ბოლქვაძე იმ ადამიანებს ემუქრება, რომლებიც მას პარიზის აეროპორტში დახვდნენ და პიანისტს ჰკითხეს, რატომ დადის „აგენტების ქვეყანაში“ – საფრანგეთში და რატომ არ მიდის რუსეთში.
მალევე დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ერთ-ერთის, თამარ ჯინჭარაძის ფოტო და დაწერა:
„ამ ქალს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის! დღეს ჩემს დანახვაზე პარიზის აეროპორტში კივილი და შეძახილები ატეხა! კიდე იყვნენ მასთან ერთად სხვებიც და მალე გავარკვევთ მათ ვინაობასაც!
გეტყვით რომ: უსახურები და საცოდავები ხართ. მონები და უსამშობლოები. გამოგაჭენებთ მალე სამაგალითოდ”.
თამარ ჯინჭარაძემ ელისო ბოლქვაძეს იქვე, კომენტარებში უპასუხა:
„მე ვარ ელისო, არ იწვალოთ ბევრი ჩემს მოსაძებნად. კივილი და ისტერიკა თქვენ ატეხეთ, მე
მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვით: რა გინდათ იმ ქვეყაში, რომელსაც აგენტების დამფინანსებელს და მტერს ეძახით?! ქართველებისთვის ჩინეთი, რუსეთი და ირანი გინდათ და თქვენ პარიზებში დასეირნობთ! აი, ეს არის სიმართლე და გრცხვენოდეთ! მე არსად გავქცეულვარ, არაფერი მაქვს გასაქცევი და თქვენ როგორ გარბიხართ, კარგად ჩანს”.