რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ხვალ, 11 მაისს თბილისში გაიმართება. ევროპის მარში 4 სხვადასხვა ადგილიდან მოეწყობა.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი. მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია. ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი – ევროპას! არა – რუსულ კანონს!”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
