სექტემბრიდან თქვენი ფოტოები, პირადი შეტყობინებები, საბანკო მონაცემები შეიძლება რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს – რა საფრთხეს ხედავენ ექსპერტები აპლიკაციაში, რომელიც ტელეფონში გაქვთ ჩატვირთული

სექტემბრიდან თქვენი ფოტოები, პირადი შეტყობინებები, საბანკო მონაცემები შეიძლება რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს - რა საფრთხეს ხედავენ ექსპერტები აპლიკაციაში, რომელიც ტელეფონში გაქვთ ჩატვირთული

ტელეკომპანია ,,პირველი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ FSB-ს ,,იანდექსის” ბაზებზე,  საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე თავისუფალი წვდომა ექნებათ. ადამიანების პირადი ინფორმაცია, ვინც ,,იაანდექსტაქსით” სარგებლობს ან ტელეფონში აპლიკაცია აქვს ჩაწერილი, 1 სექტემბრიდან რუსეთის სპეცსამსახურებში შეინახება – ფოტოები, მეილები, გადაადგილების მარშრუტები, საბანკო ანგარიშებიც კი და რუსეთის ,,ეფესბეში” დაარქივდება. ინფორმაციას ადასტურებენ კომპანიაშიც…

უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ რუსულ ,,ეფესბეს” ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ტელეფონში არსებული ინფორმაცია მათი საკუთრება იყოს, ეს იქნება შეტყობინებები, საბანკო ანგარიშები, ფოტოები თუ ა.შ. მათი თქმით, ბიზნესსა და კრემლს შორის სრულად არის ზახი წაშლილი, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს ინფორმაცია გამოიყენონ შანტაჟისთვის და ა.შ.

ექსპერტი ანზორ მეხრიშვილი: 

-თუ ჩვენ ვართ საზოგადოებრივად დაინტერესებული პირი, ანუ საზოგადოებაში გარკვეული წონა გვაქვს და ამ აპლიკაციით ვსარგებლობთ, რუსულ ,,ეფესბეს” ეცოდინება ჩვენი გადაადგილების მარშრუტი, ეცოდენიბა ჩვენი პერსონალური მონცემები. ყველაზე ცუდი სცენარი რომ ავიღოთ, ეს  შეიძლება იყოს ფიზიკური ლიკვიდაცია და ყველაზე მარტივი სცენარი იყოს კიბერშეტევის განხორციელება. უნდა შემუშავდეს ე.წ. შავი სია და რუსეთში წარმოებული პროგრამული უზრუნველყოფა, ეს იქნება ანტივირუსული პროგრამები თუ სხვადასხვა აპლიკაციები, არ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში.

ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი:

-მტრულად განწყობილი ქვეყნის კომპიუტერული ტექნოლიგიების გამოყენება ძალიან დიდი რისკების შემცველია, რადგან კონკრეტულ აპლიკაციას წვდომა აქვს არა მარტო ჩვენი გადაადგილების მარშრუტზე, არამედ ის წვდომას გვთხოვს ჩვენს მობილურში არსებულ ფაილებზე, ფოტოებზე. უნდა დაწესდეს ერთგავრი ჩარჩო, რომ მას შეეზღუდოს საქართველოში მოგროვებული ფაილების გატანა საზღვრებს გარეთ. თუკი ეს ლეგალურად შეეზღუდებათ, მაშინ ყოველგვარი ასეთი ფაილების გადაგზავნა იქნება ჯაშუშობის აქტი, რომლითაც შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან.

,,პირველების” ინფორმაციით, ფინეთმა და ნორვეგიამ ,,იანდექსს” რუსეთში მონაცემების გადაგზავნა აუკრძალა.

ფოტოზე ანზორ მეხრიშვილი