გიორგი დაუშვილი, რომელმაც შოვში მთელი ოჯახი დაკარგა – მეუღლე, ნატო ჭელიძე და შვილები – ლუკა, ანდრია და ანასტასია, ისევ ეძებს შვილის ცხედარს. ამ უდიდეს ტრაგედიას მთელი ქვეყანა იზიარებს.,,იმ საცოდავ კაცს მესამე შვილი ისევ ვერ უპოვეს. თუ საყვირალია რამე, ამაზე უნდა ვიყვიროთ ყველამ! სახელმწიფოს ეს უნდა მოვთხოვოთ, რომ კეთილ ინებოს და თუ სახელმწოფოა, მოუძებნოს ამ უბედურ ადამიანს მესამე გარდაცვლილი შვილი! ამდენი ხანი სიცხეში, ტალახში ჩამარხული!
მაპატიეთ, სისასტიკისათვის! გული აღარა მაქვს უკვე!” – წერს პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე.
