,,ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ ,,სპეკულაციებია, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს” უცნაური კამპანია დაიწყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს და ტრაგიკული აგვისტოს გმირებად იქცნენ.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა პოსტს აქვეყნებს, სადაც შოვში გადარჩენილ დავით ჯელაძეს მიმართავს, რომ ,,ცოტა ფითილებს დაუწიოს” (დავითის და პატარა მაშოს გმირობის ამბავი იხილეთ აქ).
,,ორკილომეტრიანი ენა რომ აქვს გადმოგდებული იმ ჯელაძეს და გმირი ვარ და ხალხს ვუყვარვარო, გაკივის, მართლა ნუ გვამეტებს თავს, ან იმ ღვარცოფში ფოტოების გადასაღებად როგორ ეცალათ, სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლებს პოზა-პოზა ფოტოები საიდან. ერთი მომხედე ვაჟკაც აქ, ის 210 გადარჩენილი ადამიანი შენზე ნაკლები რითია, იმ დაღუპულებმა რა დააშავეს და ერთი სამძიმარი პოსტი თუ დაწერე იმ პოლიციელზე, სამსახურებრივ მოვალეობას რო ასრულებდა შოვში და გული რომ გაუსკდა! ძაან არ აგივარდეს თავში საკუთარი პოზები, ფითილებს დაუწიე ცოტა!” – წერს ნინო ჯღარკავა.
