,,გვხვდებოდნენ გამწარებული რაჭველები, ყველა გვპატრონობდა, მოჰქონდათ წყალი თუ საკვები” – კოტე მელნიჩუკი

,,გვხვდებოდნენ გამწარებული რაჭველები, ყველა გვპატრონობდა, მოჰქონდათ წყალი თუ საკვები" - კოტე მელნიჩუკირაჭველების სიკეთეზე კიდევ ერთი წერილი ვრცელდება. ამჯერად მათ მადლობას სტიქიის ზონიდან კოტე მელნიჩუკი უხდის.
,,მინდა, მოგიყვეთ თუ გადმოგცეთ ის, რაც უთქმელი დარჩა… ყოველ ლოკაციაზე შესვლის შემდეგ,  იმ უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ ჩემი რაჭველები, გამწარებული რაჭველები. შეკითხვების შემდეგ ყველა გვპატრონობდა, მოჰქონდათ წყალი თუ საკვები, ერთმანეთს არ აცდიდნენ – ამაღამ ჩვენთან რჩებითო. უკიდეგანო უბედურების ჟამს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი. მადლობა იმ ოჯახს, ვინც შეგვიფარა და დაგვაპურა, სულ ძალად წამოგვყარეს მიყრილები და საჭმელი გვაჭამეს.
არასდროს დამავიწყდება რაჭველი კაცი, პირდაპირი გაგაებით გადაგვეკიდა, აღარ გვშორდებოდა –  ადგილობრივი ვარ, ხუთი თითივით ვიცი აქაურობა და რით დაგეხმაროთო. ჩვენ, რა თქმა უნდა,  უარი ვთქვით მის გამოყოლაზე და მდინარისპირას გველოდებოდა. აბა, რა გინდათო, ყავა, წყალი, საკვებიო, დღეს ჩემს სახლში უნდა დარჩეთო… არადა დანა პირს არ გვიხსნიდა, უკვე ვემალებოდით და მაინც გვპოულობდა. ბოლოს დავაკვირდი, მარტო ჩვენ – არა, ყველასთან მაქსიმალურად იხარჯობოდა. ამ პოსტით მადლობას ვუხდი ყველა რაჭველს ვინც დაგვეხმარა” – წერს კოტე მელნიჩუკი.