ნინო ძინძიბაძე: ,,ღორინამკლიდან გამოექანეთ!”

ნინო ძინძიბაძე: ,,ღორინამკლიდან გამოექანეთ!"კულინარიული შოუს ,,პუტკუნების” წამყვანმა, ნინო ძინძიბაძემ ,,მთავარის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, მისი თქმით, ტროლების შემოსევა ჰქონდა ფეისბუქგვერდზე. მათი მისამართით ნინო ძინძიბაძემ დაწერა:
,,ტროლების შემოტევაა ჩემს პირად ფეიჯზე, უხამსი კომენტარების წაშლას ვერ ავუდივარ. ჰოდა, ახლა ასე მოგმართავთ, რაც არასოდეს გამიკეთებია, ბოდიში კულტურულ საზოგადოებასთან და ფ…ი არავის მოჭამოთ, თქვე მონებო და მთავარარხელებს გვაკოცეთ ერთ ადგილზე… ჰო, კიდევ, ღორინამკლიდან გამოექანეთ, ეს ლამის დამავიწყდა”.