ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი ქართველი ექიმების შეცდომაზე წერს, რომლებმაც მის მეგობარს დიდი ტრავმა მიაყენეს.,,რამდენიმე კვირის წინ ჩემს მეგობარს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, აქ თბილისში ,,ცნობილმა” ექიმებმა, თან არაერთმა. კანის კიბოს გარდა, რომელზეც უკვე ვეღარ ვდარდობდით, მწვავე ლიმფომა დაუდგინეს, სხეულის 3 ადგილას სიმსივნური წარმონაქმნით (კატეს დსკვნით) და ეგრევე სასწრაფოდ ქიმია დაუნიშნეს.
ესეც მიდიოდა გადასხმაზე, როდესაც მეორე მეგობარმა შეაჩერა, იქნებ თურქეთში რამე გავარკვიოთო. მოკლედ, მოვძებნეთ სტამბულში ონკოჰემატოლოგი, დავჯავშნეთ ვიზიტი და სასოწარკვეთილებმა და დახოცილებმა გავუშვით ფუძის ძვლიდან ბიოფსიის ასაღაბად. იმავე დილას მომწერა, სისხლის ლიმფომა კი არა, ანთებააო. ხალხო, სიმსივნე კი არა, ანთება ყოფილაო, ან-თე-ბა, რაც ალბათ კანისგან არისო, და გაუშვეს ონკოდერმატოლოგთან. იმან უთხრა, კიო, ჰგავსო, მაგრამ უნდა ამოვჭრათ, რომ დიაგნოზი დავსვათო. ჰოდა, ახლა პასუხი მოვიდა, დერმატიტიაო, განა კანის კიბო, დერ-მა-ტი-ტიო. ჩვენ კი დავიხოცეთ და იმ 6 ექიმს მერე ჩამოვუვლი, როცა გამოვფხიზლდებით”, – წერს თიკო ფეიქრიშვილი.

