მსახიობი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 30 აპრილის აქციაზე ძვირადღირებული საწვიმარით მივიდა, რომლის ფასიც 2 658 ლარია.
,,უცნობი აქციას დაეზმანა 849 ფუნტიანი – 1067,57 დოლარიანი, ანუ 2658,25 ლარიანი Ralph Lauren-ის საწვიმრით. აქციის რამდენი მონაწილე იდგა იგივე ,,სოცსტატუსით”? და ხალხი ვის ეუბნებოდა, სიღატაკეო? სუვერენული ეკონომიკის პირობებში ვის ლაბადას ჩაიცვამს ნაცნობი უცნობი?..
არავის საქმე არ არის, ვის რა აცვია. ყველას ჰქონოდეს ის შესაძლებლობა, რომ საუკეთესოდ ეცვათ, ეხუროთ და ეცხოვროთ. ეს ცინიზმი არავის ეხება, უცნობის გარდა.
თუ ვერ გაიგეთ, ავხსნი – როცა ამბობ, რომ დასავლეთი არ გინდა, და ამ დროს დასავლეთი გჭირდება და მოიხმარ, ეგ არის უხერხული. როდესაც სიღატაკეზე საუბრობ გინდა შენ, გინდა – სხვა გამომსვლელი, ხალხს არ უნდა ემარიაჟო. სულ ესაა. ამიტომ არავის ვუთვლი ჯიბეში ფულს – არასოდეს მიკადრია ეს და პირიქით, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე – ძალიანაც მომწონს კარგად ჩაცმულ-დახურული ადამიანი. აი, უცნობის პატრიოტიზმი არ გაიშვა და ფეიკ ჯიგრობა – მიშა რომ შეჰპირდა ძმებს და გადააგდო. საპარტნიორო ფონდიდან წაღებული მილიონებით და კიდევ უფრო მეტი ცნობილი და უცნობი სიხარბეებით. ასე რომ…. ვის რა აცვია, ეგ არ არის მთავარი… მთავარია ფორმას აცდენილი აზრი”, _ წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

